ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მსოფლიო ბანკის ანგარიში: ბავშვები საქართველოში, ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, 4,6 წელს კარგავენ 

მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალი ინდექსი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.57-ია.

როგორც მსოფლიო ბანკის დირექტორმა, სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა bm.ge-ს განუცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.

„ვხედავთ, რომ გაუმჯობესებისთვის ადგილი ნამდვილად რჩება, საქართველო ნელა, მაგრამ თავის ქულას მაინც აუმჯობესებს. საშუალოდ, ბავშვი სკოლაში 12,9 წელს ატარებს, მაგრამ როცა საქმე ამ სწავლის ხარისხზე მიდგება, მაჩვენებელი 8,3-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, 4,6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით“. – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

 

იტვირთბა....