საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მე-20 პაციენტთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას აკეთებს.
როგორც ეზუგბაია აცხადებს, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
„ეს პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკული იყო. ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.