ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მეტრო დღეიდან ძველი რეჟიმით იმუშავებს

დღეიდან თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ რეჟიმში განახლებს მუსაობას და მგზავრებს ილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის პირველი ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 23:00 საათამდე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

იტვირთბა....