თბილისის მეტრო 21 სექტემბრიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.
ცნობისათვის, გასული წლის 1-ლი ივლისიდან დღემდე ის შემცირებული გრაფიკით 23:00 საათამდე მუშაობდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია და მგზავრებს სრული განაკვეთით შეუძლიათ გადაადგილება.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი