საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს ბორდი 25 სექტემბერს დაამტკიცებს. გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს 9 წევრმა უნდა მიიღოს.
სამშაბათს დანიშნულ სხდომაზე ბორდის წევრები კანდიდატებზე იმსჯელებენ და იმ პირებს დაასახელებენ, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.
ცნობისათვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის.
შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი 18 აგვისტოს დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი.