ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმე – ჩაერთვებიან თუ არა საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები

21 სექტემბერს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ხვალ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, სურთ თუ არა მათ, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის პარალელურად ადვოკატები სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაუშვებლად სცნო. საუბარია რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტზე, ბრალდებულების გამოკითხვასა და დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებებზე.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სხდომა უნდა გადაიდოს. ბექა ნემსიწვერიძე არ აკონკრეტებს, იმ შემთხვევაში თუ ხვალ პროცესი გაიმართება, თანახმა იქნება თუ არა ბრალდებული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

გადაწყვეტილება მიღებული აქვს ვახტანგ ჩიქოვანს, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, ჩიქოვანი საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე უარს ამბობს. როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე “კურიერთან” ამბობს, ბრალდებულებს პროცესებში ნაფიც მსაჯულების ჩართვა არ უნდა აწყობდეთ.

იტვირთბა....