“პიროვნულად ძალიან ვაფასებ. მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა და საერთოდ ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს მთელმა საზოგადოებამ.”
მიხეილ სააკაშვილი – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, 17 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ვერ ხედავს იმ გუნდში საკუთარ თავს, რომელშიც ვანო მერაბიშვილია. 3 აგვისტოს მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ არჩევნებში კენჭს არ იყრის და არც რომელიმე თანამდებობის დაკავებას აპირებს.