“არა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ”, ნებისმიერმა პარტიამ, თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ მღვდელმთავარი მიმიწვიოს თავისი კანდიდატის წარდგენაზე, მე მგონი, უნდა მივიდეს მღვდელმთავარი. გააჩნია. მაგალითად, მე არ მივიდოდი ისეთი პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც პროდასავლური არ არის. “ქართულმა ოცნებამ” დამპატიჟა? -მივალ. “ნაციონალური მოძრაობა” დამპატიჟებს? – მივალ. “ევროპული საქართველო” დამპატიჟებს? – მივალ”.
მიტროპოლიტმა მელქისედეკი – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.
ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.