მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც Report.ge-სთან საუბრისას მისი მეგობარი ნუგზარ კვაშალი ამბობს, რომ მომღერლის მდგომარეობა ბოლო 5 დღეა უკიდურესად დამძიმდა.
კვაშალის თქმით, ექიმები ოჯახის წევრებს იმედს აღარ აძლევენ. მისივე განცხადებით, მეგობრებს ისრაელში წასვლა უნდოდათ თუმცა შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს.
“ძალიან მძიმედ არის, ზურას მეუღლე ქეთი გვეუბნება, გონზე რომ მოდის ბორჯომში წაყვანას ითხოვსო, თუმცა მისი გადმოყვანა პანდემიის დროს ვერ მოხერხდა ფინანსების გამო. ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლე, 5 თვეა რეანიმაციაში ათენებს… გმირი ცოლია” – აღნიშნა ნუგზარ კვაშალმა.
ზურა დოიჯაშვილი ისრაელში, კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.