„ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი” – ასეთი კომენატრი დაწერა “ფეისბუქის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოზე, სადაც მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი გადაცემა „კაცების შოუს“ სტუმარი იყო.
ნინი ბადურაშვილმა კომენტარებში საპასუხოდ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.
სოციალურ ქსელში მომღერლის კომენტარს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
ნინი ბადურაშვილმა განმარტება გააკეთა:
„არ მჩვევია ზოგადად პასუხების გაცემა, მსგავს კომენტარებზე, უბრალოდ, არის ხანდახან მომენტი როცა ვერ ზომავ… მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად ცნობადობისა” – წერს ბადურაშვილი.