“ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრების საკითხს პარლამენტის თვაჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.
“მოწვევა “ქართული ოცნების” საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და “ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს”, – განაცხადა თალაკვაძემ
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” გაავრცელა განცხადება.
“მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის”, – ნათქვამია ორგანიძაციის განცხადებასში.
ასევე, ორგანიზაციამ სასულიერო პირებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.