ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის სენსაციად გასაღებული მორიგი „ფეიკი“ – PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავაა”- ცუცქირიძე “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტზე

ექსპერტი, საბანკო-საფინანსო საქამეში გიორგი ცუცქირიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია.

ექსპერტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნინავს, რომ კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორის „ცხელ კვალზე გასვლა“, არც სენსაციად გამოდგება და არც ჟურნალისტური გამოძიების რაიმე ნიმუშად, უბრალოდ ეს არის სენასაციად გასაღებული მორიგი ფეიკი და მეტი არაფერი.

მისივე თქმით, ამას ისიც ადასტურებს, რომ კომპანია “PHARMIN”-მ განცხადება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია “PHARMIN”-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველო ბიზნესმენი თემურ უგულავაა

“ქართული ოპომედია მაქსიმალურად რომ ცდილობს, სენსაციებით და მანიპულაციებით საკუთარი რეიტინგის და ასევე წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, გასაგებია. მაგრამ, ცალკეული ჟურნალისტების მიერ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მამალი ტყუილების გამოცხობას რა ეფექტი აქვს, ეგ კი ნამდვილად გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ამ ტყუილებით ნასაზრდოები რეპორტაჟები, უკვე ღიმილის მომგვრელია, ისევე როგორც ამგვარი ფანდებით ფონს გასვლაა არასერიოზული.

აბ სხვას რას უნდა მივაწეროთ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ანონსი, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. და ამის დასტურად „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა.

ამ მორიგ ფეიკ სიუჟეტზე სერიოზულად სხვა რა უნდა ითქვას. უბრალოდ არა თუ არასერიოზული, არამედ კომიკურიც კი ხდება სენსაციურად შერაცხული ამგვარი რეპორტაჟების გაშვება. ჯერ ერთი ურუგვაიში კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით, ოფიციალურად არის დაშვებული და ნებისმიერ ინვესტორს თუ ის აიღებს შესაბამის ლიცენზიას ამ ლეგალური საქმიანობის სრული უფლება აქვს, მეორეც ქართველი ბიზნესმენის „თანაინვესტირების ფონდთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილზე, როგორც კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორის „ცხელ კვალზე გასვლა“, არც სენსაციად გამოდგება და არც ჟურნალისტური გამოძიების რაიმე ნიმუშად, უბრალოდ ეს არის სენასაციად გასაღებული მორიგი ფეიკი და მეტი არაფერი. ამის დადასტურებაა კომპანია PHARMIN-ის განცხადება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია PHARMIN-ის ერთადერთი ინვესტორი ქართველო ბიზნესმენი თემურ უგულავაა”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

იტვირთბა....