ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას ეყოს გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააშოშმინონ” – თეონა ჭილაძე

“მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააშოშმინონ”, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თეონა ჭილაძე ისანში, გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს.

როგორც ჭილაძემ განაცხადა, “სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო მასალაზე თავდასხმა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არცერთი მსგავსი ფაქტი გამოძიებულით არ სრულდება.

,დამნაშავეები არ ისჯებიან. ყოველთვის, როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება, გარშემო კამერების ჩანაწერები არასდროს არ არის, გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ხშირდება. ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააშოშმინონ. წარმოიდგინეთ, როგორ დღეში შეეძლოთ, ჩაეგდოთ ადამიანები „ქართული ოცნების“ ბანერები, რომ დაეზიანებინათ ან ოფისებზე თავდასხმა რომ მოეწყოთ, მაგრამ, როდესაც ოპოზიციას ესხმიან თავს, ხელისუფლება მსგავს დამნაშავეებს შერჩევითად უდგება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენებს „ქართული ოცნების“ ოფისებში მადლობასაც ეუბნებიან“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

იტვირთბა....