მთავარი საზოგადოება

დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით,  ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მონაწილეობდა.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს.

„ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან. ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებასა და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

იტვირთბა....