ახალი ამბები სამართალი

“რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა ივანიშვილის და ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვეს

ტელეკომპანიის ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს – მათ ქიბარ ხალვაშის ფეისბუქ-პოსტების საქმეში მტკიცებულებად დართვა, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე მოწმის სახით გამოძახება მოითხოვეს. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ივანიშვილისა და ოქრუაშვილის მოწმეების სახით მოწმის სახით დაკითხვის მიზეზად დაცვის მხარემ ის ფაქტორი დაასახელა, რომ ბოლო დროს “იუთუბზე” და სხვადასხვა ვებგვერდზე ატვირთული ვიდეოები და ტექსტები ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებების საქმეში დართვა უკვე დაგვიანებულია, რადგან მხარეები უკვე პაექრობის ეტაპზე არიან.

 

იტვირთბა....