ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საჭიროების შესაბამისად ხდება საწოლფონდების და კოვიდკარანტინების დამატება” – ნონა ეფაძე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, რეგიონში, საჭიროების შესაბამისად ხდება საწოლფონდების და კოვიდკარანტინების დამატება.

“ჯანდაცვის რგოლი და სხვა სტრუქტურები არიან კოორდინაციაში. ყველა შემთხვევის მიდევნება და მათი ახლო კონტაქტების მოძიება ხდება და ხდება მათი აღრიცხვა, თვითიზოლაციაში გადაყვანა და შესაბამისად, ტესტირების ჩატარება.

მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, წინასწარი გათვლითაც, ხდება როგორც საწოლფონდების, ასევე კოვიდკარანტინების დამატება. ანუ ჯანდაცვის რგოლი ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინებულად მოქმედებს და საჭიროების მიხედვით ემატება, როგორც საწოლები, მზადყოფნაშია ასევე დამატებითი კოვიდკარანტინები,” – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 128 დადასტურებული შემთხვევა აჭარას უკავშირდება.  საერთო ჯამში ინფოცირებულთა რაოდენობამ 3502 მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1494-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41.

იტვირთბა....