ახალი ამბები მთავარი სამართალი

Rustavi2: ხაშურში მოკლეს მამაკაცი, რომელიც კუთვნილ ხელფასს მუქარის ძალით ითხოვდა

ხაშურში მკვლელობა მოხდა. Rustavi2-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმო „ელისში” მოხდა.

მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვდა, ხელში კი დანა ეჭირა. კომპანიის მენეჯერმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა კონფლიქტის გაღვივების შემდეგ, თანამშრომელმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დანით შეიარაღებული მამაკაცის მისამართით გაისროლა – ჭრილობა ფეხში სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბრალი ამ დრომდე დასაზუსტებელია, თუმცა 50 წლის მამაკაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომლებისა და საკუთარი თავის თავდაცვის მიზნით გამოიყენა.

იტვირთბა....