ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპს სურს, გარდაცვლილი გინსბურგი დაუყოვნებლივ ჩაანაცვლონ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ახლახან გარდაცვლილი მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელი დაუყოვნებლივ შეირჩეს.

ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ის რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებს.

როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 

„ამ გავლენიან და მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგვირჩიეს იმისთვის, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები ხალხისთვის, რომელმაც სიამაყით მოგვცა ხმა“.- წერს ტრამპი. 

ცნობისთვის, რუთ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

იტვირთბა....