ლაშა ტალახაძემ დღეს ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
სპორტსმენმა ნაკრების სატესტო ვარჯიშზე 222 კგ ასწია, თუმცა იმისათვის, რომ მისი ახალი რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდეს, ეს წონა ოფიციალურ ტურნირზე უნდა ასწიოს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, მსოფლიოს რეკორდი 220 კილოგრამი იყო.