„ძალზე დიდი ნაწილი ახალი შემთხვევების ე.წ. მეორე ტალღისა, სინამდვილეში არის ან გაზრდილი გამოვლენის ან ცრუ-დადებითი შედეგების ჯამი და არა კორონავირუსის შემთხვევების რეალური ზრდა“, – ამის შესახებ ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, სანამ არ დავინახავთ სიკვდილიანობის მნიშვნელოვან ზრდას, მეორე ტალღაზე საუბარი ნაადრევია.
„აქედან გამომდინარე, სანამ არ დავინახავთ სიკვდილიანობის მნიშვნელოვან ზრდას, მეორე ტალღაზე საუბარი ნაადრევია. აქვე დავძენ, რომ ჩვენ არ უარვყოფ მეორე ტალღის შესაძლებლობას, უბრალოდ არსებულ ვითარებას ვერ განვიხილავთ ჯერჯერობით მეორე ტალღად“.- წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა სექტემბრის თვიდან იმატა.