„დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, -ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებას.
საელჩოს განცხადებით, .მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში.
„რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში“. – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.