ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლეიბორიტული პარტიის წარმომადგენლების მიერ “ოცნების“ დროშების ჩამოხსნას, მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა

გლდანულაში, ერთ-ერთ პარკში, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მიერ “ქართული ოცნების” დროშების ჩამოხსნას მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერები აცხადებენ, მმართველი გუნდი უკანონოდ ანთავსებს დროშებს და პიარს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით აკეთებენ.

„ზონდერებმა” დაიწყეს უკვე წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან „ ქართული ოცნება“ იკეთებს საკუთარი თავის პიარს”. – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

იტვირთბა....