ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიმბოლურია, რომ ვირუსი 19 სექტემბერს დამიდასტურდა, რადგან პარტიასაც საარჩევნო ნომრად 19 შეხვდა” – ჯიშკარიანი

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ინფიცირების წყარო მისი თანაპარტიელი ლევან გოგიჩაიშვილია.

როგორც ჯიშკარიარმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, ის მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“რაც შეეხება წყაროს – მე ყველა მეგობართან მქონდა კომუნიკაცია, ვისაც დაუდასტურდა COVID-19 და იმ დღიდანვე გადავედი თვითიზოლაციაში, შემდეგ კი კარანტინში. გუშინ მქონდა სიმპტომი – ყნოსვის და გემოს შეგრძნება დავკარგე და, ასევე, თავის ტკივილები მქონდა. კარანტინის ექიმმა დამიწერა რეკომენდაცია, რომ გადავსულიყავი ცხელების ცენტრში, სადაც ამიღეს PCR ტესტი. დღეს, 3 საათზე მოვიდა პასუხი და დამიდასტურდა კორონავირუსი. სიმბოლურია, რომ 19 სექტემბერს დამიდასტურდა COVID-19 და, ამასთანავე, “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წილისყრაში ამოუვიდა ნომერი 19, ჩვენი პარტიის რიცხვი. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას – ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,”- განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, რამოდენიმე დღის წინ კორორნავირუსი „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” 2 წევრს ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს დაუდასტურდა. აღნიშნული პარტიის სხვა ლიდერები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

იტვირთბა....