ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღალმთიან აჭარაში სტიქიურ უბედურებას ებრძვიან

მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიურ უბედურებას ებრძვიან. უხვი ნალექის გამო ქედის რაიონის რამოდენიმე სოფელში მდინარეები ადიდა და საცხოვრებელი ადგილები დაიტბორა.

ამასთან, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე “ბზანა”, რომელმაც ელექტრო მომარაგების ბოძები დააზიანა. ამ შემთხვევის გამო კი რამდენიმე სოფელში ელექტროენერგის მიწოდება შეწყდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელიც გაწმენდით სამუშაობებს ასრულებენ.

“ადგილზე მძიმე ტექნიკა იმყოფება და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. შევისწავლით იმ საცხოვრებელ სახლების მდგომარეობას, სადაც სტიქია განვითარდა”,- განაცხადა ლევან გორგილაძემ

 

იტვირთბა....