ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ლარს ძალიან მარტივად COVID-13 შევარქვი, რადგან 2013 წლიდან განუკურნებელი სენი სჭირს” – ივა ჭყონია

“ლარს ძალიან მარტივად COVID-13 შევარქვი, რადგან 2013 წლიდან სენი სჭირს, რომელიც განუკურნებელია,” –  ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ჭყონია გადაცემში სებ-ის მხრიდან ლარის კურსთან დაკავშირებულ განცხადებბსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სებ-ის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

“სებ-ის მხრიდან კომენტარები არის ისეთი, რომ განწყობები ლარის გაუფასურებას იწვევს. ამიტომ, ლარს ძალიან მარტივად COVID-13 შევარქვი, რადგან 2013 წლიდან სენი სჭირს, რომელიც განუკურნებელია.  ამის გამომწვევი მიზეზები იცით რა არის? 2020 წლის აპრილ-ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10 000 მლნ ლარს შეადგენს, ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი ხალხს სახლში უშვებს. ამ დროს მთავრობა თავის თავს იმის საშუალებას აძლევს, რომ დაახლოებით 19%-ით გაზარდოს შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასი. ასევე, 6 თვის განმავლობაში 11 მლნ ლარს შეადგენს სამივლინებო ხარჯები. იცით რა არის გამოსავალი? – ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და მივლინებები საერთოდ უნდა მოიხსნას, ასევე რაც შეიძლება მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა დაიხარჯოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ფულმა იტრიალოს.” – განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის, სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით ჯამურად 14 თეთრით გაუფასურდა.

იტვირთბა....