ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თენგიზ ცერცვაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ კორუფციის თემას ეხმაურება

ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით კორუფციის თემას გადაცემა “ღამის კურიერში” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს შეურაცხმყოფელი საკითხია.

მისი განცხადებით, ექიმი, რომელიც 24 საათი 500 ლარზე მუშაობს და ამავდროულად, სამთავრობო გუნდი მთელი ძალით ყველაფერს აკეთებს, მსგავსი ბრალდებების მოსმენა კორუფციაძე ძალიან მძიმეა.

“ღია კორუფციის ხსენება ჩემთვის იყო შემზარავი. ექიმების და სახელისუფლებო პირების მიმართ ამ ტერმინის გაჟღერება, იყო საზარელი. ჩემს ექიმებს 500 ლარი აქვთ ხელფასი, ამის გაჟღერებაც კი შეურაცხმყოფელი იყო.

რა ღია კორუფციაზეა საუბარი?! არც ვიცი ამის მექანიზმი, რანაირად უნდა იყოს კორუფცია, უსიმპტომო პაციენტის გატარება? ძალიან მძიმე მოსასმენი იყო,”- განაცხადა ინფექციონისტმა “ღამის კურიერში”.

იტვირთბა....