ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 3306-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ით გაიზარდა.  საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1481 აღემატება.

მათივე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....