ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცრუ ინფორმაციის გავრცელება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საჭიროებს” – სერგი ჯორბენაძე

ასოცირებულმა პროფესორმა, იურისტმა სერგი ჯორბენაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა “ფესიბუკში” ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მისი საკანონმდებლო დონეზე მოგვარების საკითხზე ისაუბრა.

როგორც პროფესორმა გადაცემაში აღნიშნა, ე.წ. “Fake News”-სთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარება დაკონკრეტებას და დახვეწას მოითხოვს. მისივე თქმით, ეს არაა, მხოლოდ ქართული პრობლემა.

“საუბარია აშკარად შეცდომაში შემყვან და აშკარად ყალბი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც, ე.წ. „ფეიკ ნიუსადაა“ აღიარებული ევროკავშირის მასშტაბითაც. როდესაც ვამბობთ „აშკარა“, იგულისხმება ის, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში ან ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას, საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობაა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ წარმოადგენს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების გააზრებას, ამდენად, საკანონმდებლო დონეზე ამის მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ გამოხატვის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების აღმოფხვრაზე ან, საერთოდ, ასე ვთქვათ, გაუქმებაზე. საუბარია იმაზე, რომ ეს ყვალაფერი მოწესრიგდეს და იმგვარ რელსებზე დადგეს საქართველოში, რაც დასავლური ღირებულების გააზრებაა“ – განაცხადა იურისტმა.  

იტვირთბა....