ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“10 წელზე მეტია, რაც “ოცნების” მხარდამჭერი ვარ და რატომ ითვლება ეს არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი”- თენგიზ ცერცვაძე

“მე 10 წელზე მეტია,  რაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ და არ ვიცი, დღეს კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში”. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ დროის განმავლობაში კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო და რატომ ითვლება ეს “ოცნების” მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად, არ იცის.

„იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....