ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიაში 55 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, დანაშაულის დროს ცოლ-ქმარი ეზოში მუშაობდა,  რა დროსაც სახლის მიმართულებით დაუდგენელმა პირმა გაისროლა.

ცეცხლასროლი იარაღიდან დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაში მესტიის სავაადმყოფოში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეამინაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ  გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....