“სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება. ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება.
ვასილი ესენამანოვი – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი
ამის შესახებ ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.
ვასილი ესენამანოვის თქმით, დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნიკური მომზადება.