ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რკინიგზას „აკიდეთ“ 500 მილიონი დოლარის ვალი – ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირება ოპოზიციასთან

“არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას „აკიდეთ“ 500 მილიონი დოლარის ვალი”,- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში გამართულ პლენარულს სხდომაზე ოპოზიციის გაკრიტიკებისას განაცხადა.

როგორც თურნავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინა ხელისუფლებაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება ეხმარება დღეს ოპოზიციის შეფასებაში.

„წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს. ეს სხვათა შორის, ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში, სხვაზე უკეთესად, შეიძლება. 2006 წლის ნოემბრამდე იქ ვიყავი და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თქვენ თავი რეფორმებს და როდის გადახვედით ბიზნესის ტერორზე, ამიტომ სრულიად თამამად შემიძლია შეფასება გავაკეთო.

არაეფექტურ პროგრამებზე რომ საუბრობთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას „აკიდეთ“- უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, 500 მილიონი დოლარის ვალი, სესხი ორი ურთიერთგამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად, ერთი მხრივ, მოდერნიზაცია, ანუ გამტარუნარიანობის გაზრდა და მეორე მხრივ, შემოვლითი რკინიგზა, რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენბთ, დღეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში უსმენენ. პლენარულ სხდომაზე მინისტრსა და ოპოზიონერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

 

იტვირთბა....