ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ხალხით სავსე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, ერთი ამოტრიალდა

ავტოკატასტროფა მოხდა თურქეთში, სადაც ხალხით სავსე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა და ერთი მათგანი ამოტრიალდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო e1 ავრცელებს.

თვითმხილველები ავარიის დეტალებს ყვებიან. ერთ-ერთის თქმით, ამოტრალებამდე ავტობუსში სკამები მოტყდა, ამოტრიალების შემდეგ კი ავტობუსი მეორე ავტობუსს დაენარცხა.

წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე დაშავებული სასწრაფო მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იტვირთბა....