ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

„აჭარაბეთმა“ შემოსავალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აჭარაბეთმა” 2019 წლის განმავლობაში მომხმარებლებისგან შემოსავლის სახით, 220.6 მილიონი ლარი მიიღო, – ამის შესახებ კომპანიის აუდიტორულ ანგარიშშია ნათქვამი.

მასშივეა აღნიშნული, რომ კომპანიის წმინდა მოგებამ 76.4 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს “აჭარაბეთში” – რომლის  იურიდიული სახელია შპს “ავიატორი”, დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 31.1 მილიონი ლარი იყო.

ცნობისთვის, 2019 წელს კომპანიის 51%-იანი წილი ირლანდიურმა კომპანია Flutter-მა შეიძინა და “აჭარაბეთში” საკუთარი წილის 100%-მდე ზრდას გეგმავს.

ამ დროისთვის, არსებული მდგომარეობით კი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული შპს “სითი ლოფტია”.

 

იტვირთბა....