“უცხოელი მოქალაქე არის უფრო მარტივი სამორიტორინგო მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ მოხდა ისე რომ ის აღმოჩნდება ინფიცირებული”, – აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, გიორგი კანდელაკის დისკრიმინაციულ კარანტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
“უცხოელი მოქალაქე არის გაცილებით უფრო მარტივი სამონიტირინგო მისი შემდგომი კავშირების კვლევის თვალსაზრისით, თუ მოხდა ისე და ის აღმოჩნდა ინფიცირებული.
კი, არის ისეთი ქეისები, როცა ერთი ოჯახია და კითხვა ისმის, რატომ მიდის ერთი ოჯახის წევრი კარანტინში და მეორე არა, ჯერ ეს ერთი, მეორე წევრსაც აქვს სრული უფლება, გაიზიაროს ეს კარანტინი”.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს კარანტინი არ ეხებათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. კარანტინი საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაშიც მოუწევს, თუ ოჯახის წევრთან ერთად ჩამოდის, რომელიც ზემოთჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეა.