რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით ის დარწმუნებულია, რომ საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ლავროვმა ინტერვიუში აღნიშნა, ის ხედავს ქართველ პოლიტიკოსებს ნაწილს, რომლების რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უჭერენ მხარს.
„ქართველებს დღესაც შეუძლიათ რუსეთში მოსვლა ვიზით, რომლის აღებისათვის მიზეზების ჩამონათვალი გაფართოებულია. ამჟამად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთში შემოსასვლელად. ვიზებს გასცემს ჩვენი ინტერესების სექცია თბილისში შვეიცარიის საელჩოში.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ამისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიყავით მზად, რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ის შემთხვევა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული თბილისში – ჯერ სავარძელში ჩასვეს, შემდეგ ამის გამო პრაქტიკულად შეეცადნენ ძალის გამოყენებას…
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით, ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან”. – განაცხადა სერგეი ლავროვმა.