aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

“ნათია თურნავა ჩაფლავებული გუნდის ჩაფლავებული მინისტრია” – სერგი კაპანაძე

“ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული “ქართული ოცნების” გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღეს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე, იმ დილემას, რის წინაშეც აღმოვჩნდით დღეს ყველანი, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია და, მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების. სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვართ”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი

ამის შესახებ მან დღეს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, “ქართული ოცნების” არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში მოუსმენენ.

იტვირთბა....