აშშ-ის დემოკრატიული პარტის საპრეზიდენტო კანდიტატმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტი დონალ ტრამპის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები გააკრიტიკა. ამის შესახებ გამოცემა “გარდიენი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დემოკრსატების საპრეზიდენტო კანდიტატმა ტრამპის მეთოდებს ვაქცინათან დაკავშირებით არასანდო უწუდა.
“პრეზიდენტს ვაქცინებთან დაკავშირებით არ ვენდობი, მაგრამ აშშ-ს წამყვან ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის ვენდობოდი. თუ ფაუჩი იტყოდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ასეთ ვაქცინას მივიღებდი. ჩვენ მეცნიერებს უნდა ვუსმინოთ და არა პრეზიდენტს”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ამერიკაში, ყოველ 50 ადამიანს შორის 1 კოვიდინფიცირებულია. მსოფლიო მასშტაბით კი კორონავირუსის შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ზე მსოფლიო შემთხვევათა 22% მოდის.