უფლისციხეში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 2 დაშავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული და კვლევები უტარდება.
ერთ დაშავებულს დაჟეჟილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს დაზიანება ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული, მესამე კი კლინიკა „გორმედშია” გადაყვანილი. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები და მსუბუქი შერყევა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისათვის, უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორი გასკდა. შემთხვევას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.