ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

„თალიბანის“ თავდასხმებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 32 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანური მედიის ინფორმაციით, ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში „თალიბანის“ თავდასხმებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 32 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. მათივე ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში თალიბები საკონტროლო გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს.

როგორც ირკვევა, ნანგარჰარში მომხდარი შეტაკების შედეგად, ავღანეთის უსაფრთოხების ძალებმა „თალიბანის“ 29 წევრი მოკლეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს ჰერათის პროვინციაშიც.

ავღანური მედია წერს, რომ რადიკალური დაჯგუფების წევრებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.

პროვინციის გუბერნატორის, საიედ ვაჰიდ ყატალის განცხადებით, ჰერათში სამართალდამცველებმა 53 თალიბი მებრძოლი გაანეიტრალეს. „თალიბანის“ წევრებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმა ბაღდისის პროვინციაშიც განახორციელეს. შეტაკებები მოხდა ურუზგანის რეგიონშიც.

იტვირთბა....