ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეთა რაოდენობა გაიზარდა

ბათუმში, პირველ სამშობიაროში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძმეთა რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპისთვის, დაწესებეულებაში 13 ფეხმძიმე პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ექიმების განცხადებით, ცამეტივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექცია უსიპმტომოდ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 126 აჭარაში დაფიქსირდა. აღნიშნული რეგიონი “წითელ ზონადაა” გამოცხადებული.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....