ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი შეუქცევადია”- დავით ზალკანიანი

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის“,- ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა  ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ზალკანიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ეს წარმატება გულისხმობს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს, ასევე საგარეო პოლიტიკის სწორ კურსს.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ევროპეიზაციის კურსი არის შეუქცევადი. ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში გუშინ მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.

იტვირთბა....