საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის არსებობის ისტორიაში პირველად შემუშავდა ლანდშაფტის განვითარების გეგმა, რომლითაც მომავალში, ბაღს რეალურად მისცემს შესაძლეობლობას უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
ახალი გეგმა, რომელიც ბრიტანული კომპანია „Chris Blandford Alsociate“-ის კონცეფციით შემუშავდა, ბოტანიკური ბაღის ლადშაფტის მოდერნიზაციას, გაიდლაინების სამეცნიერო, ტურისტული და სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე აცხადებს, ეს არის პირველი კონცეპტუალური დოკუმენტი ბაღის ისტორიაში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ბაღის ტურისტული და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვებს. მისი თქმით, ეს არის გაიდლაინები, კონცეფციები, მოცულობები, ხედვები იმ მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომლებიც ბაღის ტერიტორიაზე უნდა განვითარდეს.
„დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სწორი და ეფექტური განვითარება, რათა ერთის მხრივ არ დაირღვეს ლანდშაფტი, არ დაირღვეს ისტორიული გარემო და ასევე, მეორეს მხრივ ხელი შეეწყოს ბაღის ფუნქციის სრულფასოვან შესრულებას და ახალი წარმატებების მიღწევას როგორც კვლევით სამუშაოებში, ასევე ახალი კოლექციების შექმნის მიმართულებით“ – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ქრის ბლენფორდის ასოციაციას ბოტანიკური ბაღებისათვის მასტერ-პლანების შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. მან მოამზადა ყველაზე ძველი პადუას ბოტანიკური ბაღის მასტერ-პლანი, ასევე კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღისათვის ლანდშაფტური გეგმები და კონცეფციები, ასევე კომპანიამ სინგაპურის ბოტანიკური ბაღისათვის შეიმუშავა ხედვები ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და მრავალი სხვა.
თბილისის მთავრობამ ასევე დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც განსაზღვავს ბაღის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს მომავალი ათწლეულის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი გეგმით (2018-2020წ.წ) გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების ძირითადი ნაწილი წარმატებით იქნა მიაღწეული, თუ არ ჩავთვლით 2020 წელს ახლი კორონავირუსის გავრცელიბით გამოწვეულ შეფერხებებს. ამიტომ 2020 წელს დაგეგმილი მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასახულია ახალ სტრატეგიულ გეგმაში.