თუ ადამიანებს დიდხანს სიციცხლე სურთ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ასაკის შესაბამისი სისხლის წნევის ოპტიმალური მაჩვენებლის შენარჩუნებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის დროს, ვინაიდან მაღალი წნევა ერთ-ერთი რისკფაქტორია, ადამიანებში კორონავირუსის მძიმე ფორმები განვითარდეს.
როოგრც “სიენენი” წერს, არსებობს შვ დი მარტივი გზა, რომლის დახმარებითაც ადამიანებს სისხლის წნევის ნორმალური მაჩვენებლის შენარჩუნება შეუძლიათ.
- თქვენი წონის შენარჩუნება(იზომება სხეულის მასის ინდექსზე (BMI) ჯანმრთელ დონეზე 18,5 – დან 24,9 – მდე)
- კვირაში დაახლოებით 150 წუთის განმავლობაში ზომიერი ფიზიკური აქტივობა
- ჯანსაღი კვება: დიეტური ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება, ხოლო მარილის, შაქრისა და ცხიმის შემცველი პროდუქტიც ნაკლებად მიღება
- სიგარეტის მოწევის სამუდამოდ შეწყვეტა
ამის გარდა,მნიშვნელოვანია კიდევსამიფაქტპრი, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უზრუმველყოფს.
- არტერიული წნევის დონე უნდა იყოს 120/80 ქვემოთ, რაც ნორმალურია, ან 130/80, რომელიც ითვლება მომატებული, მაგრამ არა ჰიპერტონიული
- ქოლესტერინის ნორმალური დონე-ქოლესტერინის დონე გამოითვლება საერთო რისკის საფუძველზე, როდესაც ის შერწყმულია ჯანმრთელობის ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა არტერიული წნევა, მოწევის მდგომარეობა, დიაბეტის მდგომარეობა და სხვა ფაქტორები.
- სისხლში შაქრის დონე- უზმოზე 100 მილიგრამი დეცილიტრზე ან ქვემოთ, რაც ნორმალურად ითვლება
თათია შაიშმელაშვილი