ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მმართველი პარტია უნდა შეუდგეს ხელისუფლების გადაბარების პროცესს” – რომან გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი,  რომან გოცირიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოსცილდა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, “ოცნების” დღევანდელი რეიტინგი  ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ჯამური მანდატები პარლამენტში იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე მმართველი პარტიის.

“როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან ის ამომრჩეველი, რომელიც არ ამბობს, რომელ პარტიას უჭერს მხარს, ძირითადი ნაწილი ოპოზიციის მხარდამჭერია. ასე რომ „ქართული ოცნება” უნდა შეუდგეს ხელისუფლების გადაბარების პროცესს, შეეგუოს მარცხს, რადგან ყველა კვლევა, რაც კი ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდა, აჩვენებს ერთ სურათს – “ქართულ ოცნებას” არ აქვს საკმარისი ხმები, მანდატები მის სატელიტთან ერთად იმისთვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს”, – განაცხადა  რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

იტვირთბა....