ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება – თინა ბოკუჩავა

“ძალიან მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩეველის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება ღიად ვერ აფიქსირებს თავის პოზიციას ოპოზიციური პარტიების მიმართ.

ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება, რაც ნათლად აისახება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე”.

 

თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი

ამის შესახებ მან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული კვლევის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

იტვირთბა....