ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნები თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება” – არჩილ თალაკვაძე

“მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

„ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება არის საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშ. დღესდღეობით არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....