ქალაქ რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იყო რამდენიმე გასროლის ხმა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის გამხდარა, რაც შეეხება კრიმინალურ პოლიციას, მათ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.