ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში COVID-19 2 თვის ჩვილს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავია აცხადებს, რომ გურიაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე თქმით, ინფიცირებულებს შორის არის 2 თვის ჩვილი და 13 წლის მოზარდია.

,,ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურიდანაა, ორი ლანჩხუთიდან, ერთი კი ოზურგეთიდან. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

იტვირთბა....