მთავარი ციტატა

მიიღო თუ არა დაზიანებები შაქარაშვილმა მანქანის შეჯახების დროს – ექსპერტის განცხადება

“შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით.”

ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი

ამის შესახებ გეჯაძემ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....